18:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 13:02:55, 355 ნახვა

საზოგადოება
„სელფი“ Ad Black Sea-ს პარტნიორია

"სელფი" მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, რეგიონში უმსხვილესი კრეატიული ფესტივალის, Ad Black Sea-ს უკვე ტრადიციული პარტნიორია. ფესტივალი ბათუმში სამი დღის განმავლობაში, 12-15 სექტემბერს იმართება. Ad Black Sea 2024-ს ესწრება 1,300-ზე მეტი მონაწილე და ისევე როგორც ყოველ წელს, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, დაესწრონ ვორქშოპებს და გასართობ ღონისძიებებს.

ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარი მოვლენა რეკლამის კონკურსი და მისი გამარჯვებულების გამოვლენაა. წელს ფესტივალზე ქართველი და უცხოელი კონკურსანტები 13 ნომინაციაში წარსდგებიან. "სელფის" მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სპეციალურად მოწყობილ სტენდთან, გაეცნონ გადარჩეულ, ე.წ. „შორთ ლისტში“ მოხვედრილ ყველა საკონკურსო ნამუშევარს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ გამომსვლელებს შორის მრავლად არიან კრეატიული ინდუსტრიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიები მიიჩნევა სფეროს საუკეთესო მაგალითებად. ფესტივალზე გამომსვლელებს შორის არიან შესანიშნავი ქართვლეი არტისტებიც: ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე, მიშიკო სულაკაური.

ფესტივალის შესახებ იხილეთ Ad Black Sea 2024.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics