|
2024-09-04 09:39:33, 394 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - 4-5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებელი არ შეასრულებს
გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი “ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს “ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი მოემსახურება. “იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში. "საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)