|
2024-08-13 12:36:19, 324 ნახვა
საზოგადოება
წინანდლის მამული და სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი“ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO
16-18 აგვისტოს წინანდლის მამულში “სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით ჩოგბურთის ტურნირი - წინანდლის თასი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO. წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება და ის როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 9 000 ლარია. ამასთან, 22-23 აგვისტოს, “სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით წინანდალში პირველი პადელის ტურნირი გაიმართება მოყვარულთა და პროფესიონალ მოთამაშეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 16 წყვილი მიიღებს. მონაწილეები დასაჩუქრდებიან “სილქ ჰოსფითალითიში“ შემავალი სასტუმროებისა და რესტორნების ვაუჩერებით. პადელის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. SOLO მომხმარებლები ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატებზე დასწრებასა და მათში მონაწილეობას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ორივე ღონისძიების შემდგომ სასტუმროს სივრცეში გაიმართება afterparty. წინანდლის მამულმა 2023-2024 წელს რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)