|
2024-08-09 17:30:50, 349 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, მონაწილეებმა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო გეგმარებითი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით. “ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, მათ შორის, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი. ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/ KfW) – ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)