01:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 14:17:23, 457 ნახვა

საზოგადოება
შსს - მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართვველომ შეფასების 4-ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ “დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 - ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა.

“2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.

საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, თურქეთი და ა.შ.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ისტორიულად ყველაზე მაღალი შეფასებები საქართველომ წელს და შარშან გამოქვეყნებულ ინდექსში მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics