|
2024-07-23 13:17:37, 333 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების სარდლობის - სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა
საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური ოპერაციების სარდლობის - სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)