|
2024-07-21 13:06:37, 843 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნო
აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა, ამჯერად ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძის მიმდებარე მთაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა. მემთეურების კვლევისა და სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. "მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. ადგილზე დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები და ამ ეტაპზე ჯამში გამოკვლეულია 600-მდე ბენეფიციარი. უაფსო სამედიცინო კვლევა მომდევნო დღეებში გადაინაცვლებს დიდაჭარის მთებში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. პროგრამას - "აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევა" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წელს პირველად ახორციელებს. სერვისის მიმწოდებელი კი კლინიკა "მედფემია". ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)