|
2024-07-16 17:44:10, 824 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი - შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო, 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული. კამპანიის ფარგლებში მონაწილეები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად მიმდინარეობს რადიო რეკლამა „ფორტუნა ჰოლდინგის" ოთხივე რადიოსადგურში. რადიორეკლამისას აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად „ფორტუნას" ნახევარ მილიონზე მეტი მსმენელი ეცნობა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ასევე მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ულამაზესი ქუჩის მხატვრობა შეემატება. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების, ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მედიატურებს ქართველი ფოტოგრაფების, ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისთვის. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)