|
2016-02-17 11:54:41, 586 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობა განხორციელდა
4 წლის ბავშვი სავარაუდოდ ნაცემი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა მიიყვანა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მკურნალი ექიმის ირაკლი ბეჟიანიძის ინფორმაციით, მოზარდს სისხლჩაქცევები ორივე ფეხზე, ყურებსა და საფეთქელზე აქვს. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. მცირეწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე მამამ იძალადა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განცხადეს, მამა უკვე დაკითხულია. გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით - ძალადობის მუხლითაა დაწყებული, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ან ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამ ეტაპზე იკვეთება თუ არა არასრულწლოვანის მამის ბრალეულობა, ამის შესახებ შსს-ში ჯერ არ საუბრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)