|
2016-02-17 11:19:19, 551 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი გაერთიანდება
თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი გაერთიანდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამით ადმინისტრაციული რესურსების შემცირება მოხდება. „იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული - საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით. გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს! დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)