02:29 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-13 17:24:33, 686 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის 4 ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ალექსანდრე  მანაგაძის 4 ჩიხში,  სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით,  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა და პროექტი გააცნო.

“სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება  სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 ლარია გათვალისწინებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics