02:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 12:18:00, 496 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში  Deutsche Wein und Sommelierschule  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ.

“წარმოდგენილი პრეზენტაცია ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას,  ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს მოიცავდა.

ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations და ღვინის ინსტიტუტის Deutsche Wein und Sommelierschule ჩართულობით გაიმართა.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა“,- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics