|
2024-07-11 12:17:30, 483 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას V კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
ვაკის გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილის მერია ავრცელებს. მერიის ცნობის, ამჯერად, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „აღნიშნულ მისამართზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე გზის საფარი განახლდა. გარდა ამისა, კორპუსში ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესთან და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)