03:49 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 16:20:54, 906 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სამდღიანი სემინარი - „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ღონისძიება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა.

ყოველწლიური სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

სემინარის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ და ისეთ თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ჯარისკაცების უფლებები და მოვალეობები, სამხედრო კანონი და დისციპლინა, სამხედროების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სამხედრო ომბუდსმენის როლი გერმანიის ბუნდესტაგში და სამხედრო კაპელანის ინსტიტუტი. ასევე განიხილება გენდერისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.

სემინარი 16 თებერვალს გაიხსნა და 18 თებერვალს დასრულდება. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყების 35 წარმომადგენელი ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics