|
2024-06-14 16:22:19, 673 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 2023-2024 წლებში, აჭარაში 103 432 ბენეფიციარს სხვადსხვა სახის სერვისი მიეწოდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესს საბჭოში 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიჟვაძემ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე და აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებები აჭარაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ბიუჯეტის ზრდამ გასულ წელთან შედარებით, შეადგინა 35% და სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა აჭარაში 2023-2024 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით ისაუბრა აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაზე. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ავტონომიურ რესპუბლიკაში. "ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანად რეგიონს ჰქონდეს მდგრადი სამედიცინო ინფრასტრუქტურა. ჩვენ წელს დავიწყებთ 3 მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ახალი შენობა ექნება ბათუმის N1 პოლიკლინიკასაც. შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია მოძველებულია და არ აკმაყოფილებს დაწესებულებისათვის დადგენილ სტანდარტებს. ადგილმონაცვლდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ახალი შენობების მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით უკვე დასრულდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)