02:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 15:49:47, 443 ნახვა

პოლიტიკა
ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს

მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

„31 მარტს ვაშინგტონში იმართება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე, სადაც მას ბუნებრივია გარდა სამიტში მონაწილეობისა ექნება ორმხრივი შეხვედრები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამაზე, ორხმრივი შეხვედრების დაგეგმვაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics