|
2024-05-24 15:47:10, 847 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს. წყაროების განცხადებით, კიევისა და დასავლეთისგან უარის შემთხვევაში კი, რუსეთი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადაა. "პუტინს შეუძლია, იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მაგრამ პუტინი ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გაყინვისთვის",- აცხადებს ერთ-ერთი წყარო სააგენტოსთან საუბრისას. Reuters-ს სამი წყარო, რომელიც პუტინის გარემოცვაში წარმოებული დისკუსიებს იცნობს, ეუბნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა დასავლეთის მხარდაჭერილ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩაშალონ მოლაპარაკებები. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით ასევე უთითებს, რომ პუტინი უკმაყოფილოა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებები გამორიცხულია. Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე სულ 5 ადამიანთან ისაუბრა, თუმცა ომის გაყინვასთან დაკავშირებით მეხუთე წყაროს კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხად თქვა, რომ "პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და რომ ქვეყანს არ სურს "მარადიული ომი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)