|
2015-02-12 13:17:37, 790 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: აბსურდია, რომ ჯოკია ბოდოკია ჩემი თანასოფლელი, თანაკლასელია და მას ჩემი ძმა იცავს
თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მერიის თანამშრომელი ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოდოკია თბილისში დაბადებული და გაზრდილია და თანაც მასზე რამდენიმე წლით უფროსია. ამასთან, ნარმანიამ არ დაადასტურა არც ის ინფორმაცია, რომ ჯოკია ბოდოკიას მისი ძმა იცავს. ნარმანიას განმარტებით, მისი ძმა საქართველოში არ იმყოფება. "ეს არის აბსოლუტურად აბსურდული განცხადება, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე მინდა გამოვეხმაურო მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თითქოს, ჩემი ძმა იცავს ბოდოკიას. ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ მას არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს.მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტია და ის ვერ დაიცავს მას. ამავდროულად არც საქართველოში არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ის განცხადება არის ისეთივე სიცრუე, როგორიც არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოდოკია არის ჩემი თანასოფლელი. ის არის თბილისში დაბადებული, გაზრდილი. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. შესაბამისად, ის ჩემი თანაკლასელი, თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნებოდა. თუ სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების პროცესში დაადგენენ რაიმე დამატებით გარემოებას, რეაგირება იქნება.საუბარი არის ვაკე საბურთალოს გზაზე მომავალში ასაშენებლ სასტუმროზე. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი ამ საქმეზე რეალურ გავლენას მაინც ვერ იქონიებდა",-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)