|
2016-02-10 16:50:20, 599 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულივითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ამ მიმართულებით იტალიური მხარის ძალისხმევისათვის. ენრიკო ბარტოლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)