14:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 14:05:13, 931 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინა.

"შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

განაჩენით მსჯავრდებულს საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics