02:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 16:28:33, 1341 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, ბრიგადის მეთაურთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, კუპიანსკის მიმართულებით მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და ჯილდოები გადასცა.

"ხარკოვის რეგიონში დღეს მე-14 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის სამეთაურო პუნქტ „პრინც რომან დიდს“ ვესტუმრე, რომელიც კუპიანსკს იცავს.

ბრიგადის მეთაურთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, ვესაუბრეთ მეომრებს და გადავეცი ჯილდოები.

ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს მცველებთან ერთად ყოფნა. თითოეული უკრაინელის და მთელი უკრაინის სახელით მადლობას ვუხდი მათ, რომ ყოველდღე აკეთებენ ასეთ გამორჩეულ საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს", - წერს ზელენსკი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics