|
2015-02-11 12:26:29, 612 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება
„მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება, ან არაფერია გასახსნელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, გამოძიების პერიოდში სპეკულაციები ნაკლები უნდა იყოს. „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა, ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე არ და ვერ იხსნება, ან არაფერია გასახსნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე მალე დასრულდეს. დიახ, არის რთული საქმეები, რომელთა გამოძიებას წლები სჭირდება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ცოტა სპეკულაცია, რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ბევრ ადამიანს, დაზარალებულის ახლობლებს და ოჯახის წევრებს. ზოგადად, ვისურვებდი, რომ ეს საკითხები იყოს მართლმსაჯულების ჩარჩოებში, ვიდრე მსგავს ადგილებში გასარჩევი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)