09:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 16:30:13, 1864 ნახვა

ომი უკრაინაში
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის $900-მილიონიანი ტრანში დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $900-მილიონიანი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შმიგალის თქმით, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის განხორციელებასა და რეფორმებში უკრაინის მიღწევები აღნიშნა.

"უკრაინამ შეასრულა ყველა წაყენებული პირობა, რომელთა შორის იყო საკანონმდებლო ინიციატივები საბიუჯეტო კოდექსის გასაუმჯობესებლად, საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერება, ანტიკორუფციული ზომების მიღება და ა.შ.", - განაცხადა შმიგალმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური სტაბილურობისა და უკრაინის აღდგენისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics