|
2023-12-01 16:21:41, 1766 ნახვა
რეგიონი
„გასტრო ბათუმზე“ სპიკერებად ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი შეფებია მოწვეული
ბათუმის პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმში „გასტრო ბათუმი“ მონაწილეობას მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ლატვიიდან მიიღებენ. მათთან ერთად ადგილობრივი მზარეულებისა და გასტრონომიულ ტურიზმში დასაქმებული პირებისთვის მასტერკლასებს თურქი და ქართველი შეფები ჩაატარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს. აღნიშნულის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის FERRANDI Paris შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, საფრანგეთის კულინარიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2015-2019 წლებში) და ბელგიის რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი (2015-2019 წლები) რონალდ დებუსტი, ბრიტანეთსა და საფრანგეთში ორ-სამ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფ-მზარეული არტურ ლინკევიჩი. ფორუმზე სპიკერებად ასევე მოწვეულების არიან PALOMA finesse hotels აღმასრულებელი შეფი, ილჰან ონაი თურქეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა. „მოწვეული შეფები და რესტორატორები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის ჩაატარებენ ხორცის, თევზისა და სანელებლების მომზადების მასტერკლასებს, ასევე ისაუბრებენ გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)