16:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 11:24:50, 923 ნახვა

სამართალი
გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა 22 სექტემბერს, თბილისში, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. 

22 სექტემბერს, გლდანში ენმ-დან თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ მელია, დოლიძე და კუპრავა დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 24 სექტემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics