|
2023-10-17 13:53:54, 1049 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს. B2B აგროფორუმის მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც მოჰყავთ ხილი, კაკლოვანი და დაფნის კულტურები, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი პროდუქციის ექპორტზე გატანა. ფორუმს აგრეთვე დაესწრებიან საკონსულტაციო კომპანიები EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში. შეხვედრაზე მეწარმეებსს ექნებათ გამოყოფილი სივრცე და შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება:
„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული ღონისძიების მიზანსაც მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აგრო ექსპერტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აგრარული საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა B2B აგროფორუმი USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან ერთად ხორციელდება. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. B2B აგროფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფორუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა 50 მეწარმე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)