|
2023-10-15 10:54:41, 829 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ღვინის დღეები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ტურიზმის სტიმულირებას და მეღვინეების წარმატებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღვინის დღეების ფარგლებში გურჯანიის ღვინის ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინის დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა. „ღვინის დღეების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს სტუმრობს ათასობით ადამიანი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ 340-ზე მეტი ქართველი მეღვინის მიერ წარმოებული ქართული უნიკალური ღვინო", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანს ასევე სტუმრობს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან. „ისეთი წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს, როგორიცაა "ფორბსი" და სხვა, შესაძლებლობა აქვთ კიდევ უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს და ჩვენი მთავარი ღირებულების - ქართული ღვინის უნიკალურობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართული ღვინისა და ტურიზმის შესაძლებლობას. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის მეტად ზრდასა და მეღვინეების წარმატებას სხვადასხვა ბაზრებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)