|
2023-09-19 17:12:24, 1175 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს. "ვულოცავ ბატონ იესპერს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. ფონდის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რეგიონში - ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. 2019 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს აჭარაში ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება წარმოადგენს. სამომავლოდაც მჯერა ერთობლივად შევძლებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. ოქტომბრის თვიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება - ტელემედიცინა, რაც გულისხმობს ანტენატალური მეთვალყურეობისა და ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციურ მიდგომას: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვას აჭარაში.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)