|
2023-09-07 15:03:16, 920 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად „საქართველოს ბანკსა“ და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ბანკსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. შესაბამისად, „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის მიზანია, ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებში სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას, ცოდნის გაზიარებას, ბიზნეს პროცესების გაციფრულებას, მდგრად, მწვანე და ინკლუზიურ განვითარებას. ამისათვის კი მხარეები ერთად იმუშავებენ ბიზნესებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის, მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობაზე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის ინიციატივით, პირველ ეტაპზე შეიქმნება ონლაინ ბიზნეს კურსები, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ციფრულად, ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. კურსის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ბრენდინგი, ციფრული ოპერაციები, ციფრული გაყიდვები და სხვა. „საქართველოს ბანკსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმი არის შესაძლებლობა, ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ინიციატივა, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების განვითარებას, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და რაც მთავარია, ბიზნეს პროცესებში ახალი, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ერთად შევქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)