23:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 09:52:57, 2441 ნახვა

სპეციალური ანონსი
ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა

დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

"უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ", - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics