|
2023-08-15 14:11:47, 1055 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. "შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის, ბიზნესურთიერთობების განვითარების კუთხით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)