|
2023-06-29 11:40:03, 1331 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ომარ ტაკიძე ჩირუხის მთაში იმყოფებოდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. "ესაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხის მთის ცენტრის კეთილმოწყობასა და ტურისტული განვითარების კონცეფციაზე.
მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე გაიწმინდა მისასვლელი გზები, მალე ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად, მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით.
ტურისტული თვალსაზრისით, ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)