|
2023-06-20 16:15:32, 1325 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ 10 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
არასამთავრობო ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ 10 წლისაა. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობს და მათი ინიციატივით, საჯარო თუ კერძო სექტორის ჩართულობით, რეგიონში შშმ პირთა მხარდამჭერი არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორგანიზაციამ 10 წლის საქმიანობა შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორისა და ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. "მადლობას ვუხდი ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და მის თითოეულ წევრს აქტიური თანამშრომლობისათვის, მათი თაოსნობით ბოლო წლებში ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზად არის განიხილოს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინიციატივები და რეკომენდაციები. ჩვენ, ამ გუნდის მოსაზრებების გათვალისწინებით, დავნერგეთ ახალი ან ცვლილები განვახორციელეთ მოქმედ პროგრამებში. ვაგრძელებთ თანამშრომლობას სპეცოალური საჭიროების მქონე მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრაზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ორგანიზაციისგან მადლობის სიგელი გადეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)