15:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 10:37:59, 1305 ნახვა

ეკონომიკა
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

16 ივნისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება. 

პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება.

"თიბისი" მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გახდებიან ცნობილები, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ კი ფინალისტები უკვე 6 კატეგორიაში გამოავლინა - https://www.ictwomen.ge/finalists 

გასული წლების მსგავსად, "თიბისი" ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

"გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს "თიბისის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, "თიბისის" ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics