|
2023-06-02 16:45:22, 996 ნახვა
ეკონომიკა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WINEXPO 2023 გაიხსნა
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას WINEXPO 2023 მასპინძლობს. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და კონკურსის Georgian International Wine Award ჟიურის თავჯდომარემ, ღვინის მაგისტრმა, ტიმ ატკინმა გახსნეს. „სახელმწიფო წლებია არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რის შედეგადაც, დღეს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო 8000 წლოვანი უწყვეტი რთველის ისტორიით ღვინის სამშობლოა. ყოველწლიურად გვაქვს ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი. შარშან განვახორციელეთ რეკორდული რაოდენობის, 103 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი, რაც 23 მლნ-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მასშტაბური რიცხვებია; წელსაც, მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ ზრდის ამ დინამიკას. ეს არის ჩვენი, კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგი და, დარწმუნებული ვარ, ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მომავალ წლებში, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ რესურსებს გამოყოფს იმისათვის, რომ ჩვენი ღვინო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და გამოფენაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მეწარმეებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს, გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები, აქსესუარები, სერვისები და სხვ. გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს, გააცნობს. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი ინტერესი გაზრდილია. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023 2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე გაიმართება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)