|
2023-05-25 11:17:35, 1102 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას წარადგენენ
ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგენენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებით ტარდება. "ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც, 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა ბრიტანულ-ქართული სავაჭრო ჰაბის ორგანიზებით, რომელსაც 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო; ამასთან ერთად, მეღვინე ქალბატონებმა თავიანთი ღვინის პრეზენტაცია ლონდონში მდებარე ორ სხვადასხვა ღვინის ბარში ჩაატარეს. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის, ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)