19:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 17:27:11, 1387 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს,  დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს  დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც  წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics