|
2023-05-23 14:23:37, 1471 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის და ენერგეტიკული სასმლის ბაზრის ლიდერი „ბუმ გრუპის“ პარტნიორობა
"ბუმ გრუპი", ენერგეტიკული სასმლის ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, რომელიც მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს, რომლის პროდუქციაც 18 საექპორტო ბაზარზე იყიდება. "ბუმ გრუპი", საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმოა, რომელიც ქართული ბრენდის ენერგეტიკული სასმლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს. წარმოების პროცესი უახლესი, გერმანული დანადგარებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის მაღალ ხარისხს, სადაც ყოველთვიურად 9 მილიონი ქილა სასმელი ისხმება. სასმლის ჩამოსხმა ხორციელდება გერმანული დიოლერის და ფრანგული კრისტალკოს ნედლეულით, რაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აძლევს კომპანიას. "ბუმ გრუპში" 130 მდე თანამშრომელია დასაქმებული და გუნდის თითოეული წევრისთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქცია ყოველდღიურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით. „ბაზისბანკში პროფესიონალთა გუნდი და მეგობრული გარემო დაგვხვდა, რამაც განაპირობა ერთობლივი ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა. გაიაზრეს ბრენდის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ირწმუნეს ჩვენი მიზნების. ბაზისბანკთან პარტნიორობა ყოველდღიურად გვეხმარება, რომ ბაზარზე მეტად განვვითარდეთ. ბაზისბანკის სახით გვყავს სანდო და საიმედო ფინანსური პარტნიორი, რომელთან ერთად სამომავლოდ ბევრ საინტერესო და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ", - აცხადებს ბესარიონ ურუმაშვილი, "ბუმ გრუპის" კომერციული დირექტორი. „ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ბუმ გრუპმა შეძლო ლიდერი პოზიცია დაეკავებინა ისეთ კონკურენტულ გარემოში, სადაც ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბრენდებია წარმოდგენილი. ბაზისბანკის და "ბუმ გრუპის" თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. იგი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად ვითარდება და ახალ მასშტაბებს აღწევს. მოხარული ვართ, რომ "ბუმ გრუპის" საიმედო ფინანსური პარტნიორი ვართ და მხარს ვუჭერთ განვითარების გზაზე“მ - ამბობს ჯაბა კასრაძე, ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი. ბაზისბანკის და "ბუმ გრუპის" პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)