21:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 12:29:44, 1418 ნახვა

რეგიონი
ისრაელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ბათუმის დღეები“ იმართება

ისრაელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ბათუმის დღეები" იმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართულ ფოლკლორულ შოუს დაესწრონ, სადაც ქართული დეკორაციებით გაფორმებულ ულამაზეს სივრცეში აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობს. 

"ღონისძიებაზე გამოფენილია აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება აქვთ.

"ბათუმის დღეები"-ს ფარგლებში ქართული სიმღერასა და ცეკვას ანსამბლი "ბათუმი", ცეკვის აკადემიური ანსამბლი "ხორუმი", ისრაელში არსებული ცეკვის ანსამბლი "ფესვები" და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენს.

კონცერტში მონაწილეობენ სოლო შემსრულებლები არჩილ გოგიტიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, სოფო ხალვაში, ხათუნა დონდუა და მორის მელაძე.

"ბათუმის დღეები" იერუსალიმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, საქართველოს საელჩოს ისრაელში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება.

მისი მიზანი ისრაელში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციაა. ჯამში ღონისძიებებს 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება",- ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics