17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 11:06:53, 1386 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებენ

„ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებენ,- ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

პრიგოჟინის თქმით, ბრძოლის ველიდან გასვლის შემდეგ, „ვაგნერი“ თავის პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს. 

"ჩვენ, როგორც გუშინ ვთქვი, პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადავცემთ და ბრძოლის ველს 25 მაისს დავტოვებთ.

1-ელი ივნისიდან არც ერთი "ვაგნერელი" არ იქნება ფრონტის ხაზზე მანამ, სანამ არ გავივლით რეორგანიზაციას, აღჭურვასა და წვრთნებს",- წერს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.

ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics