22:21 - 26 May, 2026
|
2023-05-17 11:18:12, 1329 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი როლანდ ბერიძე სოფელ პირველ მაისში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელ პირველ მაისში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ქედის მერიის ცნობით, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სოფელ პირველ მაისში მოეწყობა არმირებული ცემენტო-ბეტონის გზა და სანიაღვრე არხები ცხაურით. "სამუშაოებს შპს "ესია ჯგუფი" ახორციელებს. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 157 000 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: სოფელ ცხმორისში კიუვეტი; სოფელ ცხმორისში კიუვეტი; დაბა ქედაში ყედირ შერვაშიძის N10 ეზოს კეთილმოწყობა; სოფელ აქუცაში საყრდენი კედელი; სოფელ პირველ მაისში არმირებული ცემენტო-ბეტონის საავტომობილო გზა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)