|
2023-05-15 13:37:24, 1198 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან“ გამოაქვეყნა
„თიბისი კაპიტალმა“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური შეჯამება - „ეტაპობრივი დაბრუნება გრძელვადიან ტენდენციებთან“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ასევე გაუმჯობესებული სენტიმენტების შედეგიცაა, რაც დეპოზიტების გაზრდილ ლარიზაციასა და ვალუტაში დაკრედიტების შედარებით უფრო მაღალ ხვედრით წილში გამოიხატება. თავის მხრივ, სენტიმენტები ლარის სეზონური გამყარების მოლოდინებთანაცაა დაკავშირებული. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ თუ ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილი გაცვლითი კურსის სეზონურ მერყეობას ელის, ეს მერყეობა დიდი ალბათობით აღარ დაფიქსირდება, რადგანაც მაგალითად „კარგი სეზონის" წინ მოხდება ლარის შესყიდვა და პირიქით. თავისთავად, განწყობები ცვალებადია და ეს გასულ კვირაშიც იყო თვალსაჩინო. ასევე აღსანიშნავია, რომ სავალუტო შემოდინებები და სენტიმენტები არაა ლარის კურსის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რადგანაც ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის ინტერვენციები, რაც ბოლო პერიოდში დამაბალანსებელ როლს ასრულებს. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მართალია მცირე, მაგრამ კვლავ უფრო მეტ გამყარებას აჩვენებს. ასევე, სადღეისოდ არსებული კურსით, მომდევნო თვეებში დეფლაციაა მოსალოდნელი. ეს ფაქტორები კი, ძლიერი სავალუტო შემოდინებებისაგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური მოლოდინების არგუმენტია. მთლიანობაში, საბაზო სცენარი ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება, ლარის განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება და, როგორც ჩანს, გაცვლითი კურსის მცირე შესწორებაა. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)