18:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 14:45:58, 1382 ნახვა

ომი უკრაინაში
კლიჩკო - რუსეთმა ღამით კიევზე ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გასულ ღამეს განახორციელა,- აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. 

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ",- განაცხადაკლიჩკომ.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არც ერთი მცხოვრები არ დაღუპულა. მისი თქმით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი, სკოლა და მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში.

„ამ სახლში მცხოვრები ადამიანები დაშავდნენ. 5 ადამიანია დაშავებული, ორი საავადმყოფოშია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- დასძინა კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics