16:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 14:28:01, 1229 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს

2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით,  ბანკს საქართველოში ინვესტირებული აქვს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ასევე მნიშვნელოვნია, რომ მიმდინარე პროექტები ჯამში 2 მილიარდ დოლარას აღწევს.

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ  პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით გახდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics