|
2023-05-04 13:12:40, 1643 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით ნუტრიმაქსი ცხოველთა კვების ახალ საწარმოს აშენებს
ნუტრიმაქსის ისტორია 2009 წლიდან იწყება. როდესაც, ქართულ ბაზარზე, ჯერ კიდევ არ არსებობდა წვდომა ცხოველთა და ფრინველთა მაღალხარისხიან საკვებსა და საკვებ დანამატებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა შექმნილიყო ნუტრიმაქსი - ევროპული სტრანდარტების პირველი მასშტაბური წარმოება საქართველოში. ნუტრიმაქსი მაღალტექნოლოგიური და ყველაზე მძლავრი საწარმოა საქართველოში, რომელიც, წელიწადში 60 000 ტონამდე საკვებს აწარმოებს. რამდენიმე ადამიანით დაწყებული საქმე, დღეს 120-მდე თანამშრომელს აერთიანებს. გაფართოებისა და ახალი ბაზრების ათვისებაზე ფიქრის პარალელურად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, დაიწყო კომპანიონი ცხოველების საკვები და საკვები დანამატების ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელშიც 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ივნისში ოფიციალურად გაიხსნება. ორმხრივი ნდობით, მოქნილი გადაწყვეტილებითა და კომფორტული ურთიერთობით შეთანხმება ნაყოფიერი გამოდგა. აღნიშნული პარტნიორობა კი მხარს უჭერს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების მიღწევას. „ბაზისბანკსა და ნუტრიმაქსს შორის პარტნიორობა 2021 წლიდან იწყება. განვიხილეთ საქართველოში პირველი მასშტაბური საწარმოს გაფართოების იდეა, დავინახეთ პროექტის ზრდის პოტენციალი და ბიზნესის განვითარების რეალური პერსპექტივები. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში, ახალი საწარმო აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა. შედეგად კი ნუტრიმაქსი პროდუქციას აწარმოებს როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გაიტანს ექსპორტზე. ნუტრიმაქსი არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა დაიგეგმოს და განვითარდეს ბიზნესი საიმედო ფინანსურ პარტნიორთან ერთად“, - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია. ბაზისბანკის და ნუტრიმაქსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)