18:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 16:36:50, 1272 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევი კრემლის შენობას დრონებით დაესხა თავს [ვიდეო]

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა.

„დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სცადა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე. ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული.

სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები (თვითმფრინავი) განეიტრალდა.

ტერაქტის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა. მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics