22:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 13:50:23, 1416 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებს, პრიზიორებს შეხვდა და საპრიზო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გააცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა. აჭარის მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გააცნო გადაწყვეტილება საპრიზო ფონდის რამდენიმეჯერ ზრდასთან დაკავშირებით.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ.  ფონდი მილიონ ლარს გადააჭარბებს.

"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება ბათუმის სპორტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა, გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics