19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 18:48:22, 1418 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - პროვოცირების ნაცვლად, ნაბიჯის გადადგმის დროა

უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი აცხადებდა, რომ მათი მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებები "რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა", მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.

„შეიარაღების სახეობები, რომლებზეც გვითხრეს, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება ესკალაციის პროვოცირებას გამოიწვევდა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე „ეფ-16“-ები. უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა“, - წერს კულება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics