19:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 10:35:00, 1386 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.

ერმაკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან, თუმცა უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ.

"რუსებმა S-300-ით დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრი. ჭურვი მუზეუმს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან, უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ",- წერს ერმაკი.

ამასთან, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.

"ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება",- განაცხადა სინუბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics