|
2023-04-20 15:02:39, 1234 ნახვა
რეგიონი
ქედაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მათი ცნობით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე იმედა ვასაძე ხელმძღვანელობდა. "აღნიშნული პროგრამით გასულ წელს 9 ბენეფიციარი დაფინანსდა. კონკურსის გამოცხადებამდე ადმინსტრაციულ ერთულებში მოეწყობა საინფორმაციო კამპანია, სადაც მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფრომაცია პროგრამის შესახებ, ასევე დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები. პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)